VAGASLUME
D

Tech Lead – Retail and E-commerce

Dressup Group · Tbilisi · Remoto · LinkedIn

Freelance

Sobre el empleo

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. Dressup.ge - საქართველოში მოდის სფეროს წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, ეძებს ტექ ლიდს, ძლიერი PHP/E-Commerce გამოცდილებით, რომელიც შეძლებს რთული სისტემების არქიტექტურისა და მასშტაბირების დაგეგმვას, აქტიურად ჩაერთვება კოდის წერასა და განხილვაში და უხელმძღვანელებს ტექნიკურ გუნდს. ✨ რატომ Dressup? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ: კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში; საიუბილეო და საქორწინო შვებულებას; საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში; კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს: სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ; სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება: ელ. კომერციისა და საცალო ვაჭრობის პლატფორმების ტექნიკური არქიტექტურისა და Roadmap განსაზღვრა და მართვა; ტექნოლოგიური და არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღება ბიზნეს ღირებულების, მიწოდების სისწრაფის, საოპერაციო რისკისა და ფლობის ჯამური ღირებულების (TCO) გათვალისწინებით; Legacy სისტემების მოდერნიზაციის სტრატეგიის განსაზღვრა - Refactoring, Replacement და Coexistence მიდგომების დაბალანსებით და არასაჭირო Rewrite-ების თავიდან აცილებით; მაღალი დატვირთვის სცენარებისთვის (მოკლე აქციები, სეზონური პიკები) მასშტაბირებადი და მდგრადი გადაწყვეტილებების დაპროექტება; Senior დეველოპერის დონეზე უშუალო ჩართულობა კოდის წერასა და განხილვაში, არა მხოლოდ საარქიტექტურო დოკუმენტების მომზადებაში; Production გარემოში მნიშვნელოვანი ინციდენტების ტექნიკური მართვა, Root-Cause Analysis-ის ჩატარება და Runbook-ების/პროცესების დანერგვა, რათა ცოდნა და პასუხისმგებლობა გუნდში იყოს განაწილებული; ინციდენტების მართვა და ძირეული მიზეზების ანალიზი, გუნდისთვის ესკალაციის მთავარი კონტაქტი; დეველოპმენტის სტანდარტების განსაზღვრა და დანერგვა: კოდის ხარისხი, ტესტირება, CI/CD, მონიტორინგი და უსაფრთხოება; სხვადასხვა სტეკზე მომუშავე დეველოპერთა გუნდის მენტორობა და ტექნიკური ხელმძღვანელობა, კოდის განხილვები; Retail ERP სისტემასთან SOAP/XML ინტეგრაციისა და ბანკებთან/ლოგისტიკურ კომპანიებთან RESTful ინტეგრაციების ფლობა და განვითარება; ტექნოლოგიების, მომწოდებლების და მესამე მხარის ინტეგრაციების (გადახდის სისტემები, PIM/OMS/ERP) შეფასება და შერჩევა; პროდუქტთან, დიზაინთან და ბიზნეს სტეიქჰოლდერებთან თანამშრომლობა მოთხოვნების ტექნიკურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნაში; პლატფორმის წარმადობის ოპტიმიზაცია და მასშტაბირების დაგეგმვა MySQL, Redis და Dockerინფრასტრუქტურაზე; ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის არქიტექტურული გადაწყვეტილებების ჩანაწერები (ADR) და სისტემის დიაგრამები; საცალო ვაჭრობის სტეკზე (Django REST Framework, Go, C#, Kotlin, React) ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება; AI-ისა და ავტომატიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობების იდენტიფიცირება, როგორც ელ კომერციაში, ისე საცალო ვაჭრობის მიმართულებით; AI-Assisted Development-ის გონივრული გამოყენების სტანდარტების ჩამოყალიბება და AI გადაწყვეტილებების შეფასება ბიზნეს ღირებულების, ხარისხის, უსაფრთხოების, მონაცემთა კონფიდენციალურობის გათვალისწინებით. შენგან დაგვჭირდება: ტექნიკური ცოდნა 7+ წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტში, მათ შორის ტექ ლიდის ან სოლუშენ არქიტექტორის როლში; გამოცდილება ელ. კომერციის ან საცალო ვაჭრობის პლატფორმების შექმნასა და მასშტაბირებაში (მაგ. PrestaShop, Shopify, Magento, Salesforce Commerce Cloud, Commercetools); PHP-ისა და Laravel/Nuxt.js-ის ცოდნა Checkout-ის ან Storefront-ის დეველოპმენტისთვის; კომპლექსური, მაღალი ხელმისაწვდომობის სისტემების არქიტექტურის დაპროექტების და საწარმოო ინციდენტების აღმოფხვრის გამოცდილება; Relational Database-ების ძლიერი ცოდნა, განსაკუთრებით MySQL; PostgreSQL და/ან MSSQL გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. Redis-ისა და Docker-ის პრაქტიკული გამოცდილება; უსაფრთხოების, Authentication/Authorization-ისა და მომხმარებლის/საგადახდო მონაცემების დაცვის პრინციპების ცოდნა; SOAP/XML და RESTful ინტეგრაციების გამოცდილება (ERP სისტემები, გადახდის სისტემები, ლოგისტიკური კომპანიები); საცალო ვაჭრობის მიმართულების სტეკის ცოდნა სასურველია: Django REST Framework, Go, C#, Kotlin, React, TypeScript; პროდუქტის ფლობა და პროაქტიულობა რისკებისა და შესაძლებლობების წინასწარ გამოვლენაში; ძლიერი კომუნიკაციისა და მენტორობის უნარები; ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, არქიტექტურასა და უშუალო კოდირებას შორის ბალანსის დაცვით. სასურველი გამოცდილება PrestaShop ან სხვა E-Commerce პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება; ERP, POS, Earehouse/Logistics ან სხვა Retail სისტემებთან ინტეგრაციის გამოცდილება; Payment Gateway-ების, საბანკო ინტეგრაციებისა და Payment Workflow-ების გამოცდილება; Legacy სისტემების მოდერნიზაციისა და Cloud/Observability გარემოებთან მუშაობის გამოცდილება; Production AI/ML ან LLM შესაძლებლობების ინტეგრაციის გამოცდილება-Model APIs, Evaluation, Monitoring, Security და Cost Control; ტექნოლოგიური ვენდორების შეფასებისა და build-vs-buy გადაწყვეტილებების გამოცდილება; Retail, E-Commerce, Logistics ან სხვა Transaction-Intensive ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება. შენიშვნა: კანდიდატისგან არ მოითხოვება ყველა ტექნოლოგიის ექსპერტული ცოდნა. მნიშვნელოვანია ღრმა გამოცდილება ძირითად stack-ში და საკმარისი არქიტექტურული გამოცდილება სხვა ტექნოლოგიებზე შექმნილი სისტემების გასაგებად, შესაფასებლად და ტექნიკური მიმართულების მისაცემად. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! … mais Pesquise vagas mais rápido com Premium Acesse informações sobre empresas, como pri

Postulación

Publicado hace 2 semanas

Adaptar mi currículum

Recurso para miembros · Ver planes

Recuerda: Vagaslume.Tech no cobra tasas, cursos ni pagos por participar en procesos de selección. Si recibes algún cobro relacionado con la contratación, no realices el pago.

D

Dressup Group

Empleos abiertos en esta empresa: 1

Ver perfil de la empresa →